მატილდა


მატილდა

იყო სიზმარ,იყო სიზმარ თვალი დაუსაფარი, თეთრ გუმბათებს დაჰყვებოდა ჩრდილად თავშესაფარი,
ჭადრიანი ჩრდილები სულის ბინდად დაფარვით, გევლებოდა სხეულზე 
და მიჰყავდი ქარებში...

იყო სიზმარ,იყო სიზმარ იტყობოდა თვალებში,  გარდასახულ მოგონებად
იზვირთები ჰაერში, იფერები მთვარეში, აჩრდილებად ცოდვებად
და იწყები სარკმელში ზურმუხტისფრად მოდებად.

იყო სიზმარ, იყო სიზმარ დავარდული  ეული, თეთრ გუმბათ ქვეშ გევსებოდა ალმასებით სხეული. 


იყავ სიზმარ ნისლიანი, კაბადონზე ხვეული, მშვენიერი ცვრის თვალები
სული შიგ ჩახვეული, დაღლილი და დაფარული, სპეტაკი და რჩეული,
ევას ცრემლში დათრობილი,
ნაკლებ გზაარეული.

იყო წითლად ნეიმანი,სამშვენისი წყეული,
ღამეებში შაითანი შენზე გადარეული,
იხრწნებოდა, ინთებოდა, ედებოდა ქაოსი.

შებინდებით ტარტაროსი, მკვდარი სხივის თავშალი, გარინდებით ოქროს შუქი, როს სიცოცხლე გავშალე,
ცრემლი ცრემლად, წვიმის წვეთი,
 მთვარის დაღთა მოდებით, სარკმელები უფარავი
სულის უხმო გოდებით, სიზმარივით მსუბუქი და ზეწრად სათნო ცოდვებით,
 ღამის უცხო კანიონში ლანდად გამოვცოცხლდებით.

იყავ სიზმარ, იყავ სიზმარ,იყავ იფანთ ტოტები,
გადავერცხლილ თმებზე ფიქრთა უსაშველო ლოდები, რომ დაგღუპავს მარტოსულად,
მე შენ დაგელოდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი