აჩრდილის ჩრდილქვეშ


შენ რომ გგონია, შენი გონების  ლაბირინთებში მოიგონებდი
და ყველა საზრისს გაიაზრებდი, ჩურჩულს საკვირველს მოიწონებდი.
მაგრამ გონების მკაცრ ტალანებში, აჩრდილი დაგდევს, შთააგონებდი,
ეს სიზმარია, თემიდას ლანძღვას საქვეყნოდ ყველას გააგონებდი.

ყვავილთა ცეკვა მშიერ გაზაფხულს გამოაცოცხლებს კეთილსურნელით,
შორით მოირბენს ქარი, ის ლაღი, ჩვენ ჩამოგვივლის, ნაბიჯით ნელით,
სადღაც შორს ბნელი აჩრდილი დაძრწის, გამოსალმებას ანიშნებ ხელით,
ის მოგონება ყინვით ნაკვები, ზამთრის აჩრდილით გაზაფხულს ველით.

ეშმაკი ცოცხლობს ჩემში ცოდვილი და მხოლოდ იმას სიმართლე ესმის,
ზმანებით ვებრძვი ბოროტ აჩრდილებს, წმინდა ფერებით ნათრობს მომესმის,
რომ ნათელ გრძნობას ვიღაც ბატონობს, ბორკილშემკული ის ფრენას ეტრფის,
მხოლოდ აჩრდილებს გულწრფელად ვმონებთ და სინამდვილეს ნიღაბი  ებრძვის.

ბნელი აჩრდილი ჩვენს სულში მეფობს,
ჩვენ კი ჩრდილების სიგრილით ვტკბებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი