მე და ქარი
რა მშვიდია ის საღამო, როცა მღერის ქარი, ნაზად ახებს უჩინარ ხელს და ასე ჟღერს ქნარი, ცის დარაჯიც ლამაზია რძისფერი თმით, ცივით, ქარი ღერებს ცას რომ ახებს, მღერის გრიგალივით. არ მინდა, რომ ამ შეგრძნებამ, ეჰ, დამტოვოს მარტო, მინდა, ვიყო ნაზი ყლორტი, მოსოს სამოსმა რტო, ქარმა მითხრას: „დამემგზავრე, მოვიმღეროთ ღამე, მთელს მსოფლიოს ვასმენინოთ ეს საამო რამე“. მაგრამ ვიცი ოცნებაა ყველაფერი რაც ვთქვი, ვიცი, ფუჭი სიტყვებია თქვენთან მე რაც გავთქვი, თუმც ოცნებით, შემიძლია ცა დავსერო მალე, წავიმღერო ღამის სევდა ხმითვე მოწკრიალე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი