*** (სახის ნაცვლად ქაოსი გაქვს)


სახის ნაცვლად ქაოსი გაქვს და თვალებში ნისლთა გრემა,
იმ გრძნობისთვის განწირული, მკერდში მესმის ავი ცემა;
ცას ავხედავ, ვარდისფერი ფიფქთა ცვივა თბილი ფენა,
უქიანოს დავსერავდი, რომ მეხილე, გაქრა რწმენა,
დაიკარგე შავ წყვდიადში, ბნელმა ციხე აიშენა,
ლურჯი ცხენი წყალზე დაჰქრის, აჩრდილმა ის გააჭენა.
თვალებში გაქვს ის ქაოსი, რამ’ც ღმერთობა დაიჩემა,
ვერ გაფანტა მთვარის შუქმაც, შემინელდა გულისცემა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი