ოჩოკოჩის ბირა


დაე, გამგმირე ზეცის შიმშერო, არ მსურს ვიხილო ზმანი გიშერი!
არ დავინახო გზნება სიავის, დე, ვიყო მკვდარი – სიცოცხლის მტერი, 
თუ სიყვარულის წრფელი ლანდები არ შევიგრძენი, სუნთქვაა წვეთი, 
სუნთქვა რომელიც სიცოცხლეს გვმატებს, რომელსაც გვჩუქნის ზეცა 
                                                                                                 და ღმერთი. 

მესმის ტკივილის მღერა ტევრიდან, მხოლოდღა სევდით ნათქვამი 
                                                                                                           ბირა, 
რომ მოგესმინათ იგი ჰანგები, რამაც თვით ზეცა დელგმად ატირა. 

ამ უღრან ტყეში შევდივარ მარტო, სადაც ჭინკები ცეკვავენ ფერხულს, 
სა’ც იცინიან და ოხუნჯობენ, სა’ც ეძახიან ცეცხლთან სულს მეგრულს, 
რათა ისმინონ ტრფობის ამბავი, ოჩოკოჩს ვინც რომ გულით სწადია, 
ვისი ვნება კლავს, ვისი სურვილი, ვისი ცეცხლი წვავს მგზნები და დია, 
მაგრამ იციან, რომ ვერ მოყვება, მუნჯია, სიტყვა არ დასცდენია, 
თუმც ყველა იგრძნობს ამ დიად გრძნობას, ოჩოკოჩს სულს რომ 
                                                                                          ცეცხლად ანთია. 

ჰოდა, ამგვარდად ის ოხუნჯები მას უხმობენ და ტყედ ეძახიან, 
რომ ტყაში-მაფას ამბავს ის მოყვეს; ვაჰ, მის დაცინვას რად იზრახიან?! 
ცამ იცის, ვინც რომ გრძნობას ღალატობს, ვინც სატრფოს ჰგმირავს, 
                                                                                              მისთვის ახია, 
ოჩოკოჩმა ხომ განგმირა იგი, ვისთვისაც ცრემლი მწარედ ანთხია. 

და ამას ვითხოვ მე განგებისგან, რომ მომაშოროს შავი სიზმრები, 
რომ მე შევიცნო წმინდა ეს გრძნობა, ვით შენი სული თვით 
                                                                                                მომღიმრები, 
ვით შენი სახე ბაკმით ნათელი, მზერა სიმშვიდის მომგვრელი, 
                                                                                                       ვცდები?
რომც შევცდე, ასე მინდა გხედავდეს მთელი სამყარო –  მზეს ედარები,
ბირა ხარ ნაზი, სიმღერა ზეცის, ვინ ვარ, რომ მთვარეს მე ვედარები?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი