მოირები


ბაკმის რძისფერი შარავანდედი, უცნობი სახე სიზმრად გესტუმრათ?
სხივთა ქარგული შარა და ბედი ბერძენმა დებმა დაწნეს უჩუმრად?
მშვიდია ლღობა ყინულთა ფერის, ცივია მხოლოდ შენი შეხება,
ასატანია სილა თვით მტრების, თუმცა დამდაგავს ჩემი ეს ვნება.
მინდა, გიცქირო დაუსაბამოდ და გავაჩერო ყოველი წამი,
დავწერე ავად ან თუ საამოდ, გადმოსცემს სათქმელს ჩემი კალამი,
რომ ეს გრძნობაა ციური მადლი, რომ წრფელი სუნთქვა არ შევიჩერო.
ნუთუ ამ გრძნობას არ აქვს პასუხი, ნელი მოთქმა კვლავ ქნარს შევაჯერო?
ვხედავ, გაშალა ფრთები ფასკუნჯმა, ვხედავ ალისფრად განათდა ზეცა,
ვერ გამაცინა ძველმა ოხუნჯმა, გნახე და დელგმა გრძნობების მეცა.
ხარიპარია კრთება ნელ-ნელა, დავნებდი აფრებს აშლილს ქარისგან, 
სად მიმაქროლებს ზეცად ხომალდი, რა დაიბადოს, ეჰ, არაფრისგან?!
კიჩოს ვდგავარ და ვუცქერ სამყაროს, გაოცებისგან აღმომხდეს მეც "ვა",
რაც სხვას გამოსდის, მეც რომ მომინდა, ამისთვის სული შურით დამეწვა. 
ახლა კი დავწვი რაც დილით მეცვა, ვსეირნობ ბაღებს ცივი ღიმილით,
ისევ მოქარგეს ბერძენმა დებმა ზეცის წადილი უტყვი ხივილით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი