სიყვარული


როცა ამბობენ შემიყვარდა, რას გულისხმობენ?
როცა ღიმილი, მისი სიტყვა აგაფრთოვანებს?
როცა ხვდები, რომ მისი მზერით შენს სულს იხმობენ, 
გრძნობა ნაცნობი, თანაც უცხო სხვა გვარ ხმოვანებს. 

სხვები ამბობენ, სიყვარული ნებელობაა,
მეორენი კი – ცის ნიჭი და უცაბედობა,
მე კი გეტყვით, რომ უმისობა უბედობაა, 
მხოლოდ ეს გრძნობა არის ძალა და მნიშვნელობა.

ის დაგატყდებათ თავს ღვარცოფად, ვერაფერს იზამთ, 
შემოგიტევთ და დაანგრევს კედლებს წლობით ნაშენებს, 
მისი გულისთვის ყველა სიტყვის სულის სიღრმით გწამთ,
მზერას კარგავთ და სხვანაირად აცეკვებთ ენებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი