ამფიბიები


გუშინ ქუჩაში შევხდი სასწაულს, ვერ დაიჯერებ რა მოხდა მერე,
ამფიბიების ცეკვას ვუცქერდი; განგებავ, მათთვის, გთხოვ, ამამღერე!
იქვე დოლს სცემდა მუგვობით ღმერთი და იანუსი უღიმის სავსედ,
და მის დაკრულზე ამფიბიები მდოვრედ უხრიან თავს, ტყუილ-მარჯვედ,
ცაში ხტებიან და ირწევიან, სიზმრებს ამხელენ ნანახს ას-ასჯერ,
და დასცინიან ყველას ვინც უცქერს, აღფრთოვანებით აქებს ათასჯერ.
ამფიბიები წრედ იკვრებიან, ცეცხლს ანთხევენ და თან ღლიცინებენ,
ნიჭიერების სარკეს ამტვრევენ და ცბიერებას შესციცინებენ,
თუმცა ისინი მაინც ცეკვავენ, თავმოწონებით ცხვირს მაღლა სწევენ,
ქალაქს ცეკვავენ ამფიბიები, უნიჭო ცეკვას ათასნი სცქერენ.

მუგვობა - აქ. რიტმი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი