*** (ყველას ჰგონია)


ყველას ჰგონია რომ ყინული მხოლოდ ცივია,
მშვენიერება სხივთა შურით განა მწირია?!
როცა მზის სხივი გაზაფხულზე უკვე თბილია,
დროა, ბუნება ამბობს შური გასაგმირია.
უმწიკვლო სუნთქვას ბუნებისას ჰგავხარ, ვით ქარი,
ნელი სიმშვიდით რომ დაჰქროლებს გრძნობათა აფრებს,
შენი თვალები ზღვაა, სადაც ხომალდთა ჯარი
პოვებს სავანეს, სიმშვიდისკენ რომ გაატარებს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი