შინ
შინ ვეღარასდროს დაბრუნდები, ვეღარ იხილავ ისევ ბავშვობას, შორს გაქცეულხარ სახლიდან, კიდევ სიბრძნით დაეძებ კიდეც ლაღობას, ასე გგონია, დაგიძახებენ, სუფრაზე კი დევს იფნის ტოტები, ფიქრობ, შეგმოსეს დიდების ტოგით, მთიდან მოისმის შენზე ხოტბები. შენ ვინ ხარ, ანდა რა ქმნილება ხარ, საკუთარ თავსაც ვეღარც ცნობ, მოკვდი და დროს დაეძებ, მხილება მხარსაც უთუოდ ავნებს, ნაცნობსაც რომ ცდი, მდინარეც მშვიდად მიედინება, დის როგორც ცაზე სხივები მოკრთის, დის, როგორც ცაზე ელვა გაკრთება, როგორც თვალებზე ცრემლები მოთქმის. და შენ ცდილობ, რომ შეიგრძნო თავი და დაეუფლო თვითგანცდათ მორევს, ასეთ ავდარში ავქარიც დაქრის, შენს ცხოვრებას და ფიქრებს თან რომ რევს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი