ლურჯი ბინდები


მკრთალი ბინდები, სილურჯე ღამის
მოუთმენელი შეხვედრის მდევარს
უკან მოჰყვება, ფიქრებით მღელვარს
გამოცანები უფსკრულში ლამის
მოკვდავ ლანდებად რომ გადაექცა
ეს შთაგონება უკვდავი წამის.

რად გააწამე მფეთქავი ძარღვი
და რად ვეწამე სხვა მოლოდინით;
თან ათასფერი ხილვების დარი
ეს შთაგონება იქცა ლოდივით.

მკრთალია, თვალებს სული ეცლება,
ბინდი სისავსით ჩემკენ იწევა,
ნაზი სალამით ლოყას ეხება,
ათრთოლებს განცდებს, ხომ დაირღვევა
აჩრდილსახება, სიზმარშიც კვდება,
ეს მოგონება სანთლის ღვენთებად
იწვის და სულიც ჩემში ქვავდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი