არჩევნები (სატირა)
თაგვს ირჩევდნენ ბაყაყები, შეიკრიბა ელიტა, ზოგს ცილინდრი ახურავს და ზოგს აცვია ქვევით რა... თაგვს ირჩევდნენ ბაყაყები, ცხვარს უცქერენ ყასბები, მელოტს ვარცხნეს დალალები გრძელები და ასები. თაგვს ირჩევენ ბაყაყები, და იმარჯვებს სანაქები. „ცრუ-წრუ“ − ცივად წრუწუნობს, ნეტა ვინ რა უწუნოს! თავდაყირა, მალაყები, განიცდიან ბაყაყები: დღეს განაგებს გარეთ თუ შინ, საკბილო რომ იყო გუშინ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი