ნაჭუჭში


თხილის ნაჭუჭი, კენჭი და ქვიშა − ნაწილაკები; მოისმის ვიში. 
ეს დიალოგი რომ გაითიშა, ნაჭუჭს აფარებს თავს თვით-ის შიში.
კენჭები თითქოს ძვირად დაფასდა, ქვიშა სველია, წვიმა ვერ ასცდა,
ეს დიალოგი როცა გაასდა, რასაც ველოდით ვერ გადაფასდა. 
წრე და წრე დადის ნათქვამი სიტყვა, რაც უკვე ბევრჯერ, ათასჯერ ითქვა, 
კვარცხლბეკზე ვიღაც სულ მუდამ იდგა, კვარცხლბეკის ძირი უკვე ჩაინთქა;
ნაჭუჭში კენჭებს ადგილს უცვლიან, კენჭები ერთად ტანგოს უვლიან, 
ქარბუქში ქვიშას გვერდს რომ უვლიან, მერე კი ფუძეს რომ შეუცვლიან, 
აზრებს იტყვიან და დაითვლიან, საფუძვლიანად ქვიშ-ქიშად შლიან, 
მერე არ ისმის საწყისი ვიში, ნაჭუჭში ისევ დაძრწის ის შიში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი