*** (თითქოს ენა მოეწურა)
თითქოს ენა მოეწურა, თითქოს ქების სიტყვა ესმის, იხედება იქით-აქეთ, ვერ გაუგებს შაირს ეს მის. ამბობ, იტყვის იგი თუ რას, ჭეშმარიტად მუდამ მღერის, ეს სიმღერა რომც უგვანო, გესმას როგორც თქმა იმ ერთის. მერე ხედავ ნაცრის ტალღებს, მაგრამ თვლი რომ ზღვის ქაფია, ისმენ მართალს, იტყვი მთლად მცდარს და ამტკიცებ რომ გაბია ორი ყური, ორი თვალი ხედავს მტკიცედ იმ სიმართლეს, რაც გინდა, რომ ყველამ გითხრას, ამით იპყრობ მცდარ სიმაღლეს, იხედები კენწეროდან, ისევ ხედავ ჭიანჭველებს, ფუსფუსებენ, სახლს აგებენ, მათ ჭიდილში შენ ახველებ, და უსახო, უმეტყველო მაგ თვალებით დროს აჩერებ, თუმცა წლები მდინარეა, ვერაფრით ვერ გაახევებ, იგი მიდის და თან ითვლის, რასაც თვალით ვერ მოზომავ, მეფეთ სიტყვას კვერს დაუკრავ, თვლი, სიმშვიდე ასე მოვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი