თავისუფლება, დღეგრძელი!


ცის კამარას რომ გინდა ხელით წვდე, გლახ, არ იქნები ღმერთების სწორი, 
ფიქრობ, ვიღაცის მონობა გმართებს, ყარს ეს ღირსება, მშრალია მძორი, 
დამშეულია ღამის აჩრდილი, შიმშილით ჩრდილად ქცეულა ყველა, 
ერიდებიან აჩრდილად ქცევას, ძალა აცალეს მათ ნელა-ნელა. 
მწარე კვირტებით წამოზნექილნი, როცა გეტყვიან, რისთვის კვირდებით, 
თუ ეკალ-ბარდში გახვეული ხარ, ცრუ სიამაყით რად გვეჩითებით.
ბევრი ხედავს და ბრმასაც ხომ ესმის, შეჯაჭვულია ფეხი და ხელი, 
თავისუფლება როცა უცხოა, ვერც ღმრთის სახელი იცნოს რომელი, 
ცად რომ დასჭექოს განგებამ მეხი, ზღვა რომ გაორდეს, დაიწვას ველი, 
ვერაფერს იტყვის მონობით მთქმელი.

ვერაფერს იზამს მონობის მცველი, 
ვერაფერს შექმნის მონობა გრძელი, 
თავისუფლება არის დღეგრძელი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი