ვაგონი


მეტროს ვაგონი მიჰქრის გრიალით
და ათას სადგურს სტოვებს ღრიალით
თითქოს არ უნდა სადმე შეჩერდეს
თითქოს ქარივით უნდა შრიალი

ვიღაცისათვის რკინაა ჟანგით
ვიღაცისათვის მუსიკა ლაღი
სულ მუდამ მასში დაღლილი ვმგზავრობ
მასში ხომ დარდი ხალხივით ჭარბობს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი