უმართავი
ვინმემ განმანათლეთ გზა გამიკვლიეთ ვეღარ გავიგე ლაბირითნია? ამაზე დღემდე არც მიფიქრია ლაბირითნია თუ ღრმა ფიქრები ლურჯი კოსმოსი თუ ჩემ გრძნობები აზრი დაკარგა მის ვინაობამ რომელიღაცას კვლავ ვემონები სადაც მას უნდა იქით მიმათრევს თითქოს გემზე ვარ,გემს ვემონები ტალღები ყველგან თვითონ მიმაგდებს ვეღარ გავიგე ვინ სად მიძახებს სურვილები კი დამრჩა კედელში აგურებივით ჩამწკრივებული გრძნობანო ჩემო რა დაგიშავე შენ თუ არა და ვის დავუშავე? მაინც არ გესმის,ჩემი სიტყვები ისევ ტალღებით შენზედ ვიდგები შენ გემონები,გრძნობანო ჩემო რატომ ამრიე კომპასო ძველო?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი