ღამის კოცნა


ოცნებები შუა ღამეს
ვარსკვლავებად ჩამორბიან
მთვარის შუქზე სველ ფოთლები
როგორ ლაღად გადარბიან

არ გეგონოთ ამბავს ვყვები
არა!როგორ შეგეშალათ
ჩემს სიზმარში ჩაგახედეთ
თუ გრძნობებში? შემეშალა

ბოდიშს ვიხდი მე ბოლოჯერ
მეტჯერ აღარ შემეშლება
მეტჯერ აღარ ამერევა 
ჩემი გულის შეფეთქება

მოდი კიდევ გავაგრძელებ
სიზმრის გრძნობას მისგან თრობას
თორემ მიცდის გრძელ სიზმარი
გრძელი ამბის მოსაყოლად

მხოლოდ კიდევ დავამატებ
ღამეს ზღაპრად რატომ ვხედავ
ყოველ ღამე ზღაპარს ხედავ
შენი აზრით,ცოტას ბედავ?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი