ლექსი


ლექსი ასჯერ შევასწორე
დამათენდა მის წერაში
ათას ფერი ჩავაქსოვე
გრძნობა ჩავდე ჩვენ ყველასი

თუ ჩახვედით ნეტავ ფსკერზე
გაიაზრეთ მისი არსი
თუ ფერები მისი ნახეთ
თუ თქვენ სულში შეინახეთ

მის წერაში გავათენე
შევუცვალე ათჯერ არსი
მის ქარგვაში დრო გავიდაა
გამოვტოვე დღენი თარსი

ახლა გკითხავთ მოგეწონათ?
რომ გითხარით წერის ფასი
მგონი მართლა მოგეწონათ
შეგეცვალათ ფერი სახის

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი