მუსიკა


მე რომ გითხარით მუსიკა მათრობს
არ დამიჯერეთ არც ერთმა ახლომ
სანამ არ იგრძნობთ ნოტებს სპირტიანს
ვერც კი გაიგებთ ბგერებს ძვირიანს

ვერც კი გაიგებთ რა ძალა მათრობს
რა ალკოჰოლი ასე ხნიერი
იქნებ გაუყვეთ მის ლაბირინთებს
იქნებ გზად შეგხვდეთ ბგერა ძლიერი

მეც გამოგყვებით როგორც მეგზური
არ გაგიტაცონ ლაბირინთებმა
არ ჩაგითრიონ ფსკერზე ნოტებმა
თორემ ღრმა ფსკერზე არსად ნათდება

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი