არ მესმის
როგორ იღება კარები როცა ის ჩაკეტილია რავიცი როგორ იღება დაუბნეველიც იბნევა შეუძლებელი ხდება შეძლებით და უკედლობა გვმარხავს კედლებით როგორ არა ვთქვა? როგორ არ გითხრათ? როცა სიდაბლეს ხსნიან კლდეებით მთვარესაც კი ჰყავს მეგობარ ღამე აქ გასაკვირი რა არის მეტყვით? თუმცა რას გიხსნით უმწეო ხალხებს უმიზეზობით მიზეზებს ებრძვით…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი