შენ
რაღატომღაც რთული არის რაღატომღაც მძიმე არისს.. გრძნობის ქარგვა,გრძნობის ხატვა… მაგრამ ულამაზესია მის ფურცელზე გადმოქარგვა… მძიმედ რატომ იყურები დარდით რატომ იმუხტები როცა ლექსიც იწერება უმართავი სიყვარულით როცა ქრება შენში კვალი,უმართავი სიხარულის… რამ დაგღუპა,რამ დაგძლია რამ გააქრო შენში ტრფობა ფიქრში რატომ დალეულხარ? შეგიგრძვნია მისი კოცნა ნუთუ შავად იღებები ღამე ნაზად იფერფლები რამ დაგიწვა სული შიგნით რამ დაგიფქვა გული სიმწრით..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი