ხმა


მე ვერ გავიგე ამ სიყვარულის
ღამე რომ მოდის,დილით რომ ქვრება
მე ვერ გავუგე მის მოტრფიალეს
ღამე რომ დნება,დილით რომ კვდება

რატომ არ მესმის უნდა შევიგრძნო?
თუ ჩემი თავი მისით შევნიღბო?
მე არც კი მინდა იგი შევიცნო
მისმა სიმდაბლემ მე არ შემნიღბოს…

მე აღარ ვიცი რაუნდათ? რატომ?
მე აღარ ვიცი სადამდე გავძლებ
ჩემს ორგანიზმში დარდი რომ ჭარბობს…
და დარდებისგან ლექსი რომ მათოვს..

იქნებ წარმოვსგდე ახალი სიტყვით
იქნებ განვაგრძო ახალი რითმით
და გავაგრძელო ძილშიც კი ფიქრი
თან წავიყვანო სიზმრები ძილში,
ჩემივე შექმნილ,ჩემივე რიტმით…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი