სხვა ქარი


ქარმა ლექსი ამირია
და სიტყვები შემირია 
რა უნდოდა რას მერჩოდა
თავგზა რატომ ამირია

ეხლა კიდე თავიდან ვთხზავ
უაზროს და უფერებოს
იქნებ რამე გამოვიდეს
უგრძნობლად და უხელებოდ….

ლექსებს ხელი როგორ ახლო
რა ბოროტი არსებაა…
აღარ ვნახო ახლო-მახლო
ჯიუტი და თავნებაა…

იქნებ ვინმე სხვა მონახოს
სულ მე რომ არ გამომათროს
იქნებ რამე საქმე ნახოს
სულ ქუჩას რომ არ ეახლოს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი