ზამთარი
მე მიყვარს თოვლი ღამეში ლაპიონების ყვითელ ნათელში მისი სითეთრე წააგავს ღრუბელს და მის სინაზე ჩემს ხელებს უმზერს იგი ჩამოდის ციდან სულ ცივი მაგრამ რატომღაც ცეცხლივით მათბობს მისი ფანტელი ნაზი და სათნო უძიროდ ძლიერ რატომღაც მათრობს… ზამთარში ცაზე მის ფერი ჭარბობს თეთრი ფიფქები ჩვენ ყველას გვათბობს და მის სიცელქე ლოთივით გვათრობს კვლავ მის სითეთრე რეალურს ამბობს…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი