უმისამართოდ


არის მომენტი როცა გინდა დაწერო. 
დაწერო გულიდან მოვარდნილ სევდათა მონაყოლი. 
დაწერო უმისამართოდ, უადრესატოდ. ფიქრები ირევა გზააბნეული, კედლებსმიხლილი ჩიტივით. თავში უამრავი აზრი გიტრიალებს ქარბორბალასავით. სხვადასხვა ფერის ძაფის გორგლებივით ახლართულა ერთმანეთში და რთულია გაარკვიო თავი ან ბოლო. რაღაც, არასასიამოვნო რომ შეგაწუხებს ხვდები რომ ეს წვაა შუბლის არეში. ტკივილი რომელიც უმისამართოდ და უადრესატოდ მოვარდნილმა ფიქრებმა იცის. 
შვებაა, გაანდო ფიქრები კალამს და ფურცელს, რომლის მომავალიც ისეთივე გაურკვეველია როგორც ფიქრთა დასაწყისი და დასასრული..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი