წლები
როგორ გაირბინეს წლებმა, გულში მოგონება ჭარბობს. თმაში მოიმატა თოვამ, გულსაც სევდა უფრო ათბობს. წვიმს და მეყინება სული, სიტყვა მცირედიც გამათბობს. ვფიქრობ, აღარავინ დარჩა ტკბილ ბაასით რომ დამათროს. როგორ გაირბინეს წლებმა, გულში მოიმატა სევდამ, ისევ ბავშვი მინდა ვიყო, გვერდით ფარად მედგეს დედა. ვიცი, უნდა ვიდგე მყარად, ახლა მე თვითონ ვარ ფარი, რა ვქნა ისევ მინდა ვიყო, დედის ნებიერა ქალი. როგორ გაირბინეს წლებმა, როგორ შეიცვალა დარი. საჩუქრად მიბოძა ღმერთმა თმებში თოვა, სულში - წვიმა და ქარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი