ფიჭვი


ბებერ ფიჭვის ხეს რა ათრთოლებდა?
შიში - სიცივის? - ძლიერი ყინვის?
იქნებ დარდები ხეთა შრიალის?
იქნებ ფიქრები ხეთა ვარამის?
იქნებ ტკივილი უხრიდა ტოტებს?
დარდით და ფიქრით დაღარულ ტოტებს...
რა ათრთოლებდა?
დარდი გამვლელის? 
შეყვარებულთა უსიტყვო სევდა?
ბებერი ფიჭვი იდგა ეულად და ინახავდა იდუმალ სევდას. 
გზის პირას იდგა თამამად, მედგრად.
გამოუქროლებს ქარი ხანდახან, 
შეარხევს რიდით,
შეარხევს კრძალვით.
-ფიჭვო, გამაგრდი, მაგალითი ხარ ირგვლივ ხეების. 
გულს გაუმაგრებს, წელში გამართავს, შეურხევს ტოტებს წლებით დაღარულს. 
მოისმენს წუხილს  და გულდაწყვეტით უფალთან მიაქვს სევდით დაზაფრულს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი