სიყვარული უთქმელი
ჩემი თავის ტკივილი, ჩემი გულის ფეთქვა, სულის აფორიაქება, პულსის აჩქარებაც შენ ხარ. მიყვარს შენი ჯუჯღუნი, აწეული წარბი. შენში ჩვეულ სიმშვიდეს ვერ დავუდე ფანდი. 😀 გიყვარს ჩემი სიფიცხე, წუწუნების ფართი, ზიხარ ჩუმად იცინი გულს გეშვება დარდი. მიყვარს შენთან ერთად გაწეული უღელი, კიდევ დიდხანს ვიაროთ, ერთად ვზიდოთ ურემი. მინდა მთებში წავიდეთ, მინდორ-მინდორ ვირბინოთ, მზის სხივებს ვეთამაშოთ, გვირილები დავკრიფოთ. მე გასწავლი, გვირილა როგორ ჩაწნა თმაში. შენ მასწავლე, სიმშვიდე როგორ ჩავწნა ხმაში. წამო, ერთად წავიდეთ მზესთან ახლოს, მთაში, შევაგროვოთ სითბო და სიყვარული ულევი. შვილთაშვილებს ვაჩუქოთ გრძნობა გაუმხელელი. 😉💚
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი