შემოდგომა გვიანი


ფართოდ გააღებს ალიონის ფერად დარაბებს,
ეს შემოდგომა ფერადი და ნაგვიანები...
ფერად მზის სხივებს გამალებით მიწას მოაფრქვევს.
მოერიდება სითბო-ნაკლულს დედამიწელის.
ნოემბრის დილა, სუსხიანი, გრძნობით დამთვრალი,
მიიპარება შარი-შურით, ფერთა გნიასით.
დაიფარება ოქროსფერი ხეების ჩრდილით
ეს დღე მზიანი, ნოტიო და ოცნებით სავსე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი