ზამთრის ზღაპარი


ბარდნის და ციდან ეშვება ფარდა,
დაუნდობელი სიცივით სავსე.
თეთრი ნათელი დაეშვა დაბლა,
ჩამოიტანა ცის სიხალვათე.

მთებს გადაევლო დუმილი მკაცრი,
სამყარომ თითქოს სუნთქვა შეიკრა.
თეთრი სიჩუმით, უზომოდ მთვრალი,
ძლივს მიაბოტებს ცივი ზამთარი.

იწვის ჰაერი, სიცივით მკრთალი,
ქარი უყვება ნამქერის ზღაპრებს.
ქარბუქი დაძრწის მშიერ ძაღლივით,
ყველას უკეტავს იმედის პწკარებს.

გამოანათებს თეთრი სამოსით
თოვლი - უმწიკვლო პატარძალივით;
თეთრი კაბიდან ცვივა მძივები,
ზღაპრულ ოცნების მარგალიტები.

და ასე ნაზად, ფიფქთა ნარნარით,
სამყარო თეთრი ფიქრით აივსო.
ზამთრის ზღაპარი - ფიფქთა ქორწილი,
ცივ დედამიწას საბნად დაედო.

04. 01. 2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი