სიყვარულის ანდერძი


,,ხორბლისფერ კანზე რომ დამსხდარა ოფლის ნამია,
ხვეულ დალალებს ქარი გიშლის მზის შესაშურად.
ცისფერ თვალებში ცის სხივი და სილაჟვარდეა.
მიხვრა-მოხვრაში  -  სხვა ეშხი და სინარნარეა.
ლერწამ-დარო, ნატიფო და შეუდარებო,
სხვა შეიყვარე, გულის ვარდი სხვას გაუშალე,
წაიღე სხივი, სხვას დაუდე სული მალამოდ.
ვიცი, ჩემს ნაპირს აღარასდროს მოუბრუნდები,
მე შენს ბედნიერ სიშორესთან დავრჩები ვალში.
სხვისი ალერსით დაივიწყე წარსული ჩემი -
ასე სათუთი, ნაფერები და ღამისფერი.
ნუ მობრუნდები ჩემს ნაპირთან ნუღარასოდეს,
ნუ გამახსენებ გულში ჩამალულ წარსულის წყლულებს.
შემიბრალე და ნუ შემომხედავ სევდიან თვალში.
ნუ მობრუნდები ჩემს ნაპირებს, გთხოვ, ნურასოდეს!
მტვრად ვიქცე თუნდაც, ოღონდ შენთვის გზა იყოს შარა,
სხვისი ოცნების ცაზე აინთე კაშკაშა მთვარედ.
შენ სიყვარულით ლაჟვარდს ჰგავდე - მეყოფა მარად!”

26.01.2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი