დავიწყებული


როცა ტკივილი შემოგეჩვია 
როცა თვალები დარდით სავსეა
ჰორიზონტისკენ იმედით მზირალს
უფალს დაეძებ იმედით მღიმარს.

და როცა სული დაღლილი რწმენით
ზეცის ცრემლების მოლოდინშია
ცის კამარაზე ცისარტყელების,
მზის, წვიმის, თოვლის მეჯლისებია.

არავის ახსოვს ნაწამებ გულის 
ფიქრი, სევდა და რწმენა ესოდენ.
ბევრთა ფიქრით და დარდით დამზრალი,
აურევია უფალს დავთარი.

7.02.2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი