იობის ექო
ცა დედამიწამ დაიხურა ქველი მცველივით, უფალს გაანდო საიდუმლო, მძიმე ცოდვები: -შენი შვილები რად დადიან ჩემს ხელისგულზე ცოდვებითა და მძიმე ფიქრით დამძიმებულნი? რადგან უბოძე სიცოცხლე და გონება მარდი, მიეც სიმშვიდე და მოუხსენი გულიდან დარდი. ქალს დაანათლე დედობა და წაართვი გონი, საკუთარ შვილის სუნთქვის შეწყვეტის ძალა რად მიეც? რად მიანიჭე ადამიანთა ბრბოს ამ ქალის დასჯა?! რად გადათელე მანდილი და დედობა ახლა, როცა შენა ხარ დამბადებელი სიყვარულისა? შენ შეგიძლია გასცე სიცოცხლე და წამსვე წაართვა, შენ შეგიძლია გადააქციო სიძულვილი სიკეთის ღმერთად. და მაშ, რად ძალგიძს, რად ამდურებ ადამიანებს? რად ატარებ ბეწვის ხიდზე შენს მსგავსებას, შენზე მლოცველებს? მოგწონს ბედკრული დედის ქვითინი ჩვილის აკვანთან? გევედრები, დაუბრუნე დედას გონი და მის სულს სიმშვიდე, სანამ სამყარო გადაიქცა ბრბოს საჯილდაოდ, რომ იმ აკვანთან დედის სუნთქვას შეუერთდეს ჩვილის ტირილი და დავიჯეროთ სამყაროში ძლევა სიკეთის. 25.02.2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი