მერამდენედ, ისევ შემიყვარდი
როგორ ამირიე ფიქრი, როგორ ამირიე დარდი, კვლავაც თეთრი ღამე მტანჯავს. მერამდენედ, ისევ შემიყვარდი. ყველგან შენი სახე დამდევს, ქარში შენი ტკბილი ჰანგი, მთვარე გადმომყურებს კრძალვით, თვალს ჩამიკრავს, მეკითხება უხმოდ, ბავშვურ სითბოსა და სევდას, რად დაეძებ უჩუმრად და მალვით? 6. 08. 2026. 07:20 am
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი