არ ვარ პოეტი !
მე არ ვარ პოეტი და არც მაქვს ნდომა დავირქვა ის რაც არ დავიბადე პოეტებად ხომ იბადებიან მე პოეზიით გარდავიცვალე მე სიცოცხლეში ვერ ავირჩიე კალამი მსურდა თუ მოკვდაობა პოეტი არის უკვდავი ყოფის ის ვერ იქნება სიკვდილის მონა მასთან მისული შავებში ცელით უკან ტირილით გამობრუნდება მე იმ პოეტის სახელი რა ვთქვი სიკვდილზე წერა,რომ არ მოუნდება მე პოეზია ვერ შევისუნთქე სანაცვლოდ შემხვდა ჭუჭყი და მტვერი მე პოეტობა არ მოვინდომე არ მინდა ჰყავდეს პოეზიას მტერი მე არ ვარ პოეტი და არც მაქვს ნდომა კალმისგან გამოვაცხო სხვადასხვა კექსი ბატონო გალა იქნებ თქვენ მითხრათ როგორ დავწეროთ სასმელით ლექსი მე ვერ გავბედავ ხალხს ვუთხრა ის რაც გამოაფხიზლებს და გაანათებს ბატონო ილიკო იქნებ თქვენ მითხრათ რა შევქმნა ისეთი,რაც გაანათებს მე ვერ მოვირგებ ამ წმინდა სახელს მე ჩემს რითმებს ვერა ვერ დავრაზმავ ბატონო ლადო მე თქვენი ხათრით იცოდეთ სიკვდილის ყველა კარს დავრაზავ მე მაინც ვცადე ავიღე კალამი მაგრამ ვერ შევქმენი ნახატი მთელი მე როგორ შევქმნი რაიმე ღირებულს როცა გახლავართ მთლად ჯანმრთელი პოეზიას სულ მოერგება უბრალო კაცის უბრალო სული პოეზიას სულ გაანათებს უბრალო კაცის უბრალო სული მე მინდა გთხოვოთ ამ სიცოცხლეში ბატონ ნიკოლოზს უთხრათ სათქმელი მე გზა სავალი ვირჩიე ხვედრად და გზა უვალი დარჩა კვლავ თქვენი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი