განთიადის სიმშვიდე


გული სიბნელემ მოიცვა,
ვერ არჩევს მტერს და მოყვარეს,
გონება ბურუსში იხრჩობა,
სიმართლე ჩუმად მოპარეს.

მამულის კვამლი ნისლად დგას,
დაბრმავდა წმინდა მთაწმინდა,
უდაბნოდ მდგარი ტაძარი
ქარს გაჰყვა — ჩუმად დაინგრა.
ენა ტკივილით დამუნჯდა,
ხმას აღარავინ უსმინა.

რაც ბნელმა ღამემ მოიცვა,
განთიადს კვლავ დაუბრუნდება,
ბნელი ნათელში გადადის —
და ბნელი ნათელში გარდაიქმნება

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი