შენ ხარ მამულო


თუ ვინმე არის დასალოცავი,
შარავანდედით შესამოსავი,
შენ ხარ, მამულო!

თუ ვინმე არის დასახატავი,
მარად უჭკნობი ტკბილ ნატვრასავით,
შენ ხარ, მამულო!

თუ ვინმე არის პატივსაცემი,
მუხლისმოდრეკით, გრძნობით საცქერი,
შენ ხარ, მამულო!

თუ ვინმე არის ამ ქვეყნად ღმერთი,
უზენაესი და ერთადერთი,
შენ ხარ, მამულო!

(c) შალვა მოსეშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი