ორი გული მაქვს


ორი გული მაქვს
და გადავწყვიტე
ორ ფრონტზე ბრძოლა,
ხმალს ორმხრივ ვიქნევ:
პოეტის გული
სამყაროს იტევს,
ექიმის გული-
სნეულის ფიქრებს.

ორი თვალი მაქვს,
ვერ ვთმობ ჩემეულს,
სულის სარკეში
ვხედავ მესიას,
პოეტის თვალით
ვუყურებ სნეულს,
ექიმის თვალით
კი პოეზიას.

ორივე ერთად
სიცოცხლეს ეტრფის,
ადამიანის
ორი მსახური,
ქებათა ქება
ყველაზე მეტი
მათთვის მაქვს კიდევ
შემონახული.

(c) შალვა მოსეშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი