მაისის დილა
კარი გავაღე, შემომეფეთა თვალებბრიალა დარი მეფეთა. ლოყებ წითელა, პირვარდიანი, ღიმილიანი, სახემზიანი. მეგობარივით შემომეგება, გადამეხვია, დამიწყო ქება, თავაზიანად, გამეცნო ფრთხილად, მითხრა: მე ვარო მაისის დილა. (c) შალვა მოსეშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი