მეზობელი
"როცა შვილი ცოლს მოიყვანს მეზობელი გაგიხდება" სომხური ანდაზა გამარჯობა მეზობელო! ღმერთო ჩემო, რა არ ხდება: "როცა შვილი ცოლს მოიყვანს, მეზობელი გაგიხდება". პატარაა, ეფერები, გაიზრდება, აგიხტება; "როცა შვილი ცოლს მოიყვანს, მეზობელი გაგიხდება". რაც კი სხვებმა გაიარეს, სიზმარივით აგიხდება, "როცა შვილი ცოლს მოიყვანს, მეზობელი გაგიხდება". ღმერთო ჩემო, შვილია და "მეზობელი გაგიხდება". (c) შალვა მოსეშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი