სიყვარულის არითმია


"ბაგა-ბუგით გული სკდება,
ჯერ ეს არსად არ მითქვია,
დაგინახავ, მემართება
მოციმციმე არითმია.

სად არ ვიყავ პროფესორთან,
მოსკოვსა და პეტერბურგში,
ვერ გამიგეს, მხოლოდ შენთან
ცეცხლი რატომ მიდუღს გულში.

ბოლოს მივხვდი, არ ვარ ბავშვი,
გულმა მეტი არ ითმინა,
დიაგნოზი თვითონ დავსვი:
სიყვარულის არითმია!

(c) შალვა მოსეშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი