მნათე


ვიცი, არ აძლევ არავის საბაბს,
კვლავ მომეძალნენ მაინც სევდები,
ხვალეზე ფიქრი გაიხდის კაბას,
შიშველი ტანით გამახსენდები.

ქარები ქრიან გაავებული,
სული ამოსდის ღამეს გალეშილს,
თოთო ყლორტები გახარებულნი
ჩუმად ფეთქავენ ამ სიმწვანეში.

თუმცა თან ახლავს შიში და ძრწოლა,
უნდა გამაგრდე, ნუ ხარ მოშვებით,
დრო მოდის მკაცრი, (გეყოფა წოლა)
თამარ დედოფლის ოქროს ქოშებით.

მე კარგად ვიცი შენა ხარ მნათე,
ლოცვა კურთხევაც გამოიყოლე
და კარგად ვხედავ ამჟამად ნათელს,
მზის ამოსვლას, რომ წინ უძღვის ხოლმე.

(c) შალვა მოსეშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი