ამ ლექსის წერა ...
ამ ლექსის წერა დავიწყე ასე: წარმოვიდგინე, ვზივარ რაფაზე, ვამტვრევ და ვისვრი ზღვისკენ სველ ფრაზებს, თან სიგარეტსაც ვურტყამ ნაფაზებს და კვამლი მძიმე დუმილით მავსებს. ვწერდი, ვფიქრობდი. რა უფრო ადრე გაჩნდა ამ ლექსში: ზღვა, თუ რომ ვამტვრევ სიტყვებს და ან რა ბედი ეწია ქალს ნაადრევად მოსახუცებელს, ვისთვისაც ლექსში დიდხანს ვეძიე კუთხე და ბოლოს აქ მოვუძებნე. ხოლო ეს ლექსი შეივსო ასე: მინდოდა, მაგრამ ვერ მივხვდი რაზე უნდა მეწერა. გულდაღმა ვეგდე. თავს ვერ ვუყრიდი გაფანტულ აზრებს. ვხედავდი ჩემს თავს, ამ ლექსს ზემოდან, და პირქვე გდება წუთების შემდეგ ლექსის ნაწილი როგორ ხდებოდა. ლექსი კი უკვე ითხოვდა წერტილს, მაგრამ ამის თქმაც სიტყვებს ითხოვდა. ამიტომ ვწერდი, ჯერ ისევ ვწერდი და ლექსმა ისე შეავსო გვერდი, არ დამეწეროს იგი ვითომდაც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი