წყვდიადი


არც კი იცი რა მოგელის, ჯერ ლენჩი ხარ უწვერული, 
აკაკის და ილიას ძეგლს შესქერი განცვიფრებული, 
ალბათ არ გრთგუნავს ცხოვრების უღელი, 
მაგრამ დარჩები დაობლებული.

იზრდები და გესახება გზები რომში მიმავალი, 
მთაწმინდიდან ჩამოჰყურებ უწმინდურთა წმინდა ქალაქს, 
სამყარო ხომ შენი არის, გაქვს დიადი მომავალი, 
ჭეშმარიტად გჯერა ახმახს.

დაღლა გეტყობა სახეზე, ხომ არ გაშინებს მძიმე უღელი? 
მერე რა რომ ცხოვრება ტანჯვაა, შენში ხომ ბრძოლაა მუდამ ულევი?

ბრძოლას ყოველთვის შედეგი მოაქვს, 
დაგჩხავის მუდამ ქვეცნობიერი, 
ომი დამთავრდა, შენს ოცნებას გასაქანი აქვს, 
ბედისწერა ყოფილა ძლიერ ლმობიერი.

ხომ არ მოტყუვდი, ყბედო შამანო,
 ხომ არ დაგათრო ტკბილმა თრიაქმა?
 ბედისწერას ვერ გაგინდობ, არ მინდა დაგასამარო,
ჯოჯოხეთში დაგიცდითო, დაგიბარეს ეშმაკებმა.

ბედნიერი, მიამიტი, მთის მწვერვალზე ტკბები მარდად, 
მეფე ხარ და მეფედ ცხოვრობ, ყურს ნუ უგდებ გულში დარდსა, 
გადმოჰყურებ ძველსა ქალაქს დიდი კეისარის მსგავსად, 
გაწბილებას დაელოდე, ვაი ბედსა შენსსა თარსსა.

კეისარსაც ხომ ეგონა ეს ქალაქი მარადისეული, 
მთელი გულით ხომ სჯეროდა იმპერიის დღეგრძელობის, 
დღეს კი დარჩა ქალაქისგან კედელი ანტონინისეული, 
მაგრამ სადღაა დასტური კეისრის უძლეველობის.

გადის დრო და დავაჟკაცდი, წვერიც გაქვს და სვირინგებიც, 
ოცნებები აისრულე, ხარ უკვე თავისუფალი,
და შენ გაჩუქა ბედისწერამ ტანჯვაც და ტრაგედიებიც, 
ბედსა შენსას სად წაუხვალ, ვერ გიშველის თვით უფალი.

სიბნელეა შენს გარშემო, უკუნეთი წყვდიადი, 
აღარ დაგრჩა მეგობარი, ან კი ვინმე ახლობელი, 
სადღაა დაპირებული მომავალი დიადი, 
მის ადგილას დაგრჩა მხოლოდ სადარდებელი.

გარბის დრო და უკან მისდევ, მაგრამ ატყობ ვერ ეწევი, 
გაიხედე უკან უცბად და მოგცქერის იამა, 
ნუ გგონია ბევრი დარჩა, მასაც მალე შინ ეწვევი, 
ვგონებ სიკვდილი გეამა.

დრო აღარ გაქვს მაგრამ, არა, ჯერ ადრეა შენი წასვლა, 
ჯერ სატანჯი ბევრი დაგრჩა, სასოწარკვეთა ქვევრია ძირგავარდნილი, 
წყვდიადიდან არვინ გიხსნის, 
ან კი რით დაიმსახურე ჰადესიდან შენით გასვლა?

ახლა უკვე მოხუცი ხარ, ბერიკაცი ჩავარდნილი, 
შვილიშვილი შენ არა გყავს, არც შვილი და არც მოყვასი, 
ცხოვრებაში შენ იყავი მხოლოდ მონა დავარდნილი, 
ან კი რად იფიქრე წამით, რომ სხვა იყო შენი ფასი?

ჩაიქროლა დრომ და წლებმა, დრო მოვიდა სახლში წასვლის, 
შენი სახლი ქვესკნელშია, ნავში გიცდის ქარონი.

ბედისწერა რომ გამენდო, ძლიერ ხომ ვერ ვიცინებდი,
ოცნებები და იმედები ილუზიაა ბოროტი სულის,
იმედი მაქვს არ დანებდი, მიყვარს ტანჯვა შენი გულის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
Lilith 6 თვის წინ

ძალიან მომეწონა, ყოჩაღ!
აქ ვერ დაგეთანხმები - "ბედსა შენსას სად წაუხვალ, ვერ გიშველის თვით უფალი"

"ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა,
...
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა"

ასე არ სჯობს ? :3

შამანისტუდენტი6 თვის წინ

მადლობა. ამ ლექსის სისხლი და ხორცი არის სასოწარკვეთილი ადამიანის ემოციები. მაგ მონაკვეთშიც ღმერთისგანაც კი მიტოვება ასე რომ ვთქვათ გაზვიადებაა, რომელიც უიმედობის განცდას ქმნის. რეალისტური არ არის, ცხოვრებაში ყოველთვის უნდა გვქონდეს რაღაცის იმედი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკეთესად მიმაჩნია არარეალისტური ვარიანტი. უფალის რუსთველისეურ ინტერპრეტაციას რაც შეეხება, დიდ პატივს ვცემ და მომწონს. კიდევ ერთხელ მადლობა შეფასებისთვის

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი