ყბედი
დაკარგული ბავშვს სად წამიყვანს ჩემი რაში? ჯამბაზი ვარ, ტაში-ტაში. შენთვის მინდა მე ვზარდო გვირილა, ვარდი, იასამანი, ვეფხისტყაოსანს შენ მოგიძღვნიდი, მე საცოდავი ყბედი შამანი. შენ თუ იქნები ჩემი სამარე, შენი თვალები-მარგალიტები, სამყაროს სითბოს სიცილი რომ გიგავს, სიცოცხლეს მაშინ ვგრძნობ ნამტირალები. საიდან გამოჩნდი ან სად მიდიხარ, სიყმაწვილის ხარ შენ ანარეკლი, მთელი გულით რატომ მინდიხარ, რად დამაჩნიე სულს ნაკვალევი. რომ მაზიარე შენ პოეზიას, და მომეც ძალა ქმნის და ქმედების, როდის გაჩუქებ მილიონ მაგნოლიას, ვაშლს და ბრილიანტს ბაღის ედემის. მომკალ, რად მტანჯავ, მაღირსე შვება, რად ვიმსახურებ ტანჯვას ეშმაკის, ჩაკალი ჩემში ის ძველი ვნება, მომეცი სიბრძნე იგავ-არაკის. ბოდვა სულელის მონათლე შედევრად, მომეცი მომავლის მცირე იმედი, ავალ იყალთოს, გავხდები ბერი, აღსრულდა ვგონებ ყბედი შამანის ბედი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი