შეიცვალე
მოკლული უმცირესობის ყვირილი ისმოდა ქუჩაში და მყრალი ღიმილით შემოგცინის პოპულისტი, მთხლის და მეხახვისგან ისმის უპრეცენდენტო ტაში, აქ თუ იბადები მაშ ხარ მაზოხისტი. ჩაიწყვიტე ხმა, დაემსგავსე სხვას, გაისწორე გემოვნება, დაემსგავსე კაცს. უმცირესობა მოკვდა, ბოლოს მოგადგნენ შენც, შენ ბოლო ხმაზე ღრიალებ როცა მოძაღლო ტიპი გცემს, ხმას არ ამოვიღებ და გიყურებ, მეშინია არ მომადგნენ მეც, ამათთვის მოვიდა იესო ბეთლემს? შეიცვალე აზროვნება, დაემსგავსე სხვას, უნიკალური ეროვნება, დაემსგავსე კაცს, გავიდა დრო და მომადგნენ, მაცვეს ჯვარს, არავინ დარჩა რომ დაგეხმაროს, ახლა შენც განწირული ჩხავიხარ, გაიქცევი სხვაგან, შეიცვლი ქვეყანას, შეიცვლი გვარს, რა აზრი აქვს, შენ ხომ უკვე მკვდარი ხარ. ჩავიწყვიტე ხმა, დავემსგავსე სხვას, გავისწორე გემოვნება, დავემსგავსე კაცს. წავიდა ყველა და დარჩა სიჩუმე ყველაფრისმთქმელი, შენი ქუჩები და მოგონებები არს უკვე მტრის სამამულე, და ბედნიერი გაგვიღიმებს პოპულისტი არაფრისმქმნელი, როცა სამშობლო გახდება რუსის სახაჭაპურე. აღარ მაქვს სინდისი, დავემსგავსე სხვას, მე უკვე მტრის მონა ვარ, დავემსგავსე კაცს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი