ბედისწერა
დაცლილი ჭიქით ვდგავარ და გიყურებ, ერსაც დავუპირისპირდი შენს გამო. სულით ვიგრძენი — მივხვდი, რომ არ შევცდი, მხოლოდ შენ ხარ, ვისაც ვუხმობ — მადონა. მყარი — როგორც სოლომონის ტაძარი, მიუწვდომელი — როგორც ზეცის მადლი, ხელუხლებელი — როგორც ღმერთის სიტყვა, გარდაუვალი — როგორც ბედისწერა. აივსო ჭიქა მიჯნურობის წყალით, შენი ეშხიანი სახე დაბრუნდა. მართლაც ეჭვის ნატამალიც არ დამრჩა, რომ შენ მუდამ ჩემს ედემში იქნები. 31.07.2026 22:39
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი