დედას


დედიკო რამდენი ცრემლი გაქვს დაღვრილი,
რამდენჯერ უხვევდი შავ ღამეს იარებს,
რამდენჯერ ყოფილხარ დარდისგან დაღლილი,
და შენი ცხოვრება სიმწარით იარე.

შვილებზე ფიქრში და ლოდინში ვითაჯერ,
თეთრად ათენებდი ღამეებს ლოგინთან, 
ჩვენს აღსაზრდელადაც ისევ შენ იტანჯე,
გულს მწარე ნაღველი და ფიქრი მოღლიდა.

შვილებზე რამდენი ამაგი გასწიე,
ჩვენთვის რა ძნელია ამისი გაგება.
რამდენჯერ სიცოცხლის აკვანი არწიე,
ეგ გული ხომ ჩვენზე ზრუნვაში დაბერდა.

იყავი სათნო და კეთილი უკლებრივ,
ღმერთს შეავედრებდი შვილების სიცოცხლეს,
შენი ოჯახისთვის ხატს სანთელს უნთებდი,
მზად იყავ გაგეწირა ჩვენთვისაც სიცოცხლე.

მე მინდა ძვირფასო რომ ღმერთი დაგარქვა,
შენს წინ მუხლის მოყრა ეს ჩემი ვალია. 
დედაზე აუგი არავინ არავინ არა სთქვათ, 
დედებს გავუფრთხილდეთ ამ ქვეყნად ძალიან.

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი