შესაფერისს ვერ ვპოულობ სიტყვებს ..


შესაფერისს ვერ ვპოულობ სიტყვებს, 
რომ აღწეროს სილამაზე შენი,
რომ მიყვარხარ მინდა ქცევით მიხვდე,
თორემ კაცი რას არ იტყვის ენით.

ნათქვამია ძვალი არ აქვს ენას,
გაღმერთებაც შეიძლება ცამდე,
ყველას მაინც ტკბილი სიტყვის სჯერა,
მე კი მინდა რომ თვალებით გწამდე..

თვალებში ხარ ჩაწერილი მცნებად,
იქ დარჩები სამუდამოდ ჩემო,
თვალები ხომ არასოდეს ცდება,
და თვალებით მინდა დაგაჯერო,,

ერთგულება, სიყვარული, სითბო.
თუ დაგჭირდა ღმერთთან ავალ ცამდე,
შენგან მხოლოდ ერთ რაღაცას ვითხოვ,
სიტყვით არა და თვალებით გწამდე....

შეშლილი მარშალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი